ლუგარის ლაბორატორიიდან „კოვიდ-19“-ზე , სოფელ ხოვლეში აღებული 12 პირის ნიმუშის პასუხი დღეს გახდება ცნობილი. სოფელში, სადაც გუშინ „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამართალდამცავებს კონტროლი აქვთ გაძლიერებული.
ინფიცირებული 32 წლის მამაკაცი სახელმწიფო დაცვის თანამშრომელია, ის საპატრიარქოს პერიმეტრის დაცვაში მუშაობდა. ამოქმედდება თუ არა შიდა ქართლის კიდევ ერთ სოფელში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი, ეს ნიმუშების პასუხებზეა დამოკიდებული.
ნინო ფისაძე დეტალებით.