„კოვიდ-19“-ის გავრცელების დინამიკა შედარებით დასტაბილურდა.
შვიდი ახალი შემთხვევიდან დაუდგენელია მხოლოდ ერთის ინფიცირების წყარო. საზღვრების ეტაპობრივი გახსნის ფონზე ეპიდემიოლოგები სიტუაციის დამძიმებას არ ელოდებიან. ახლა ყურადღება შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადებაზე და სასწავლო სეზონის დროულად დაწყებაზეა გადატანილი. მომდევნო კვირას შესაძლოა უკვე ცნობილი გახდეს ის რეგულაციები, რომლებითაც სკოლებში გაკვეთილები ჩატარდება. მეორე ტალღის პრევენციისთვის სექტემბრიდან იმ მიზნობრივი ჯგუფების გაფართოებაც იგეგმება, რომლებიც სავალდებულო ტესტირებას დაექვემდებარებიან.