ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი რისკის ზონა აჭარაა, განსაკუთრებით კი ბათუმი.
ინფიცირებულთა კლასტერები და კერები ყოველდღიურად ფართოვდება. დაავადება დაუდასტურდათ სხვადასხვა უწყების, საავადმყოფოს, კერძო კომპანიის, მაღაზიის და კვების ობიექტის თანამშრომლებს. სწორედ აჭარაში გამოვლინდა დღევანდელი 87 შემთხვევიდან 39 ფაქტი. ეპიდემიოლოგიურ კონტროლს კიდევ უფრო ართულებს ის ვითარება, რომ 39-დან 14 შემთხვევა სხვადასხვა ადგილზეა გამოვლენილი. რეგიონში ჰოსპიტალურ სექტორზე დატვირთვა გაზრდილია, რის გამოც „კოვიდ“-მიმღებ ცენტრებს ახალი კლინიკები ემატება.
„მოამბე“ ბათუმიდან – ვაკო ორმოცაძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში.