ცოტა ხნის წინ, კატასტროფის ზონად გამოცხადდა ბავარიის რეგიონი, – ეს მას შემდეგ, რაც ბოლო ერთ დღეში ინფიცირების 900-მდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
საზღვრების ჩაკეტვის მიუხედავად, გერმანიაში სტატისტიკა ყოველდღიურად შემაშფოთებელი ხდება. ეპიდაფეთქებაა იტალიასა და ესპანეთში, სადაც ჩინეთის შემდეგ დაღუპულთა და დაინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ევროპის მასშტაბით 50 000-მდე დაავადებულიდან თითქმის ნახევარი სწორედ იტალიაზე მოდის. შესაბამისად დღეს „კოვიდ-19“-ის პანდემიის ეპიცენტრი სწორედ ევროპაა. არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდეს. ევროკომისიამ ამ წინადადების განხილვა უკვე დაიწყო.