„კოვიდ-19“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება

რამდენიმე დღიანი ორნიშნა მატების შემდეგ „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი დღეს ერთციფრიან ნიშნულზეა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი კიდევ ხუთ ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. ახალი შემთხვევებიდან ორის ინფიცირების წყარო უცნობია. ეპიდემილოგები ამ დრომდე ვერ ადგენენ „ევექსის“ კლინიკის თანამშრომლის ინფიცირების წყაროს, რომელსაც ვირუსი ორი დღის წინ დაუდასტურდა. იმის მიუხედავად, რომ ზაფხულში გამოვლენილი შემთხვევების უმეტესობა საკურორტო ზონებს უკავშირდება, სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში ეპიდ-ვითარება კონტროლირებადია და ვირუსის გავრცელების რისკი დაბალია.