სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ გაიმართა დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანში.
დღესასწაული გამოჩენილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ოსური ლიტერატურული ენის დამფუძნებლის კოსტა ხეთაგუროვის დაბადებიდან 159-ე წლისთავს მიეძღვნა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სპორტული შეჯიბრებები ჭიდაობასა და დოღში. ადგილობრივი ანსამბლების მონაწილეობით გაიმართა კონცერტი.
სახალხო დღესასწაულს ესწრებოდნენ სტუმრები ვლადიკავკაზიდან და ცხინვალიდან.