კორონავირუსს თბილისში 19 წლის გოგონა ემსხვერპლა. პაციენტს შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა და კოვიდსასტუმროში იყო მოთავსებული. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, ის გერმანულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში შეყვანისას პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, მიუხედავად ამისა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.