ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევები მომატებულია. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, ახალი შტამი შედარებით მსუბუქი მიმდინარეობით გამოირჩევა, რის გამოც სტაციონარებში მიმართვიანობა არ გაზრდილა. კლინიკებში ძირითადად რისკჯგუფებში მყოფი პირები ხვდებიან. სამ-ოთხდღიანი მაღალი ტემპერატურა, ყელისა და თავის ტკივილი – ეს ის ძირითადი სიმპტომებია, რომელიც „კოვიდ 19“-ის ამ ვერსიას ახასიათებს.
საგანგაშო პროგნოზებს სპეციალისტები არ აკეთებენ, თუმცა, მოახლოებული სეზონური ვირუსების გათვალისწინებით, მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
კორონავირუსით ინფიცირებულთა სტატისტიკას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რამდენიმე თვეა აღარ აწარმოებს.