კორონავირუსის ახალი შემთხვევა დადასტურდა ქუთაისში. ინფიცირებულია 61 წლის ქალი. პაციენტმა კლინიკას თავად მიმართა. ექიმის ინფორმაციით, ის ადგილობრივია და მისი ინფიცირების წყარო უცნობია. კონტაქტების წრის დასადგენად ეპიდემიოლოგები მუშაობენ. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის, სამედიცინო დაწესებულებაში სამი კოვიდინფიცირებული პაციენტი ჰყავთ.