რა მდგომარეობაა კორონავირუსის გავრცელების კუთხით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დე ფაქტო რეჟიმები ჯერ-ჯერობით ვირუსის არსებობას არ ადასტურებენ და პრევენციული ზომების მოტივით ე. წ. საზღვრებს კეტავენ. ამის პარალელურად საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება მზადაა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს დაეხმაროს. თუმცა ჩნდება კითხვა, მისცემს თუ არა საოკუპაციო რეჟიმი მოქალაქეებს ცენტრალური ხელისუფლების დახმარების მიღების შესაძლებლობას.