კორონავირუსის რისკები - განცხადებები მთავრობის სხდომაზე

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების მიუხედევად, ამ ეტაპისთვის ქვეყანაში პანიკის საფუძველი და ვირუსის ფართოდ გავრცელების რისკი არ არსებობს.

ამის შესახებ განცხადებები მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაკეთდა. პრემიერმა პრევენციულ ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება. დღევანდელ სხდომას, მინისტრებთან ერთად, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიც ესწრებოდა.

ამირან გამყრელიძემ არსებულ სიტუაციასა და რეკომენდაციებზე ისაუბრა.