28 600-ზე მეტი გარდაცვლილი და 622 ათასამდე ინფიცირებული – ასეთია „კოვიდ 19“-ის პანდემიის დღევანდელი მონაცემები მსოფლიოს მასშტაბით. ინფიცირებულთა რიცხვი კვლავინდებურად ყველაზე მაღალია აშშ-ში.
მეორე ადგილზე კი იტალიაა, სადაც შტატებისგან განსხვავებით, გარდაცვლილთა რიცხვი თითქმის 9-ჯერ მეტია. თუმცა, იტალია პანდემიის ერთადერთი ეპიცენტრი არაა ევროპაში, სადაც ვირუსი ასეთი მასშტაბით მიმდინარეობს. „კოვიდ 19“-თან გამკლავებას ცდილობს ესპანეთიც, სადაც გასული დღე-ღამის განმავლობაში, 835 ადამიანი გარდაიცვალა. მსოფლიო ლიდერები სოლიდარობის აუცილებლობაზე საუბრობენ.