კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა აჭარაში

აჭარაში დღეს კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან ორი იმპორტირებულია, ორი კი ქობულეთში მდებარე კაფე „ჰავანას“ თანამშრომელია, რომლებიც კაფეში შემსვლელ პირებს თერმოსკრინინგს უტარებდნენ. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი 54 პირი უკვე გამოვლენილია და კაფე-ბარის თანამშრომლების უმრავლესობა საკარანტინო სივრცეშია გადაყვანილია. კაფე „ჰავანა“ მუშაობას აგრძელებს, დაწესებულებაში ახალი თანამშრომლები შეიყვანეს. კაფე-ბარის მენეჯერი აცხადებს, რომ ინფიცირებული გოგონასთვის ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები მუშაობის პერიოდში არ შეუნიშნავთ.