კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა ქვეყანაში

კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა ქვეყანაში. სულ ამ დროის მონაცემებით,კოვიდ 19“-ის 156 ფაქტია დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 28 პაციენტი. თბილისის ინფექციურიდან კარგი სიახლეც გვაქვს, კლინიკაში მყოფი ორი კრიტიკული პაციენტიდან, ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა. პირველი გამოჯანმრთელებული ჰყავთ ბოჭორიშვილის კლინიკაში, პაციენტს ბინაზე რამდენიმე წუთში გაწერენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმშია 5526 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ კი – 344 პირი რჩება.

მარიამ სეთურიძე გვიერთდება პირდაპირ ეთერში – როგორია პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა და ბოლო სტატისტიკა ქვეყანაში.