ახალ კორონავირუს, „კოვიდ 19“-ს მსოფლიო მასშტაბით 4 026 ადამიანი ემსხვერპლა. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, ახალი ტიპის კორონავირუსისგან უკვე 64 172 ადამიანი განიკურნა. მსოფლიოს 115 ქვეყანაში ქვეყანაში კორონავირუსით 114 452 ადამიანია დაინფიცირებული.
ვირუსს 3 024 ადამიანი ემსხვერპლა კონტინენტურ ჩინეთში,
463 – იტალიაში, 237 კი – ირანში.
ჩინეთში ვირუსი 80 000-ზე მეტ ადამიანს აქვს დადასტურებული. ჩინეთის შემდეგ დაინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია იტალიაში, სამხრეთ კორეასა და ირანში. ჩინეთში ვირუსისგან 60 000-მდე ადამიანი გამოჯანმრთელდა, ირანში – 2 394, იტალიაში კი – 724.
ბოლო 24 საათში, ჩინეთში ვირუსით 17 ადამიანი დაიღუპა, 19 დაინფიცირდა, 1 297 კი გამოჯანმრთელდა.