მსოფლიო მასშტაბით დღემდე, კორონავირუსი 3 600 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემთა ბაზის მიხედვით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ, ვირუსი 3 663 824 ადამიანს დაუდასტურდა.
„კოვიდ-19“-ს დღემდე უკვე 257 277 ადამიანი ემსხვერპლა. იზრდება ახალი ტიპის კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ინფორმაციით, 1 199 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
რთული ვითარებაა აშშ-ში. „კოვიდ-19“-ს 70 847 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები 1 200 000-ს გადაცდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 190 000-ს აღწევს.
აშშ-ის მასშტაბით ყველაზე რთული მდგომარეობა ნიუ იორკის შტატშია, სადაც კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 25 000-ს გადააჭარბა. გამოვლინდა ინფიცირების 321 000-ზე მეტი შემთხვევა.