ლუგარის ლაბორატორიიდან 13 საეჭვო პაციენტის ანალიზის პასუხებს ელოდებიან.
კორონავირუსით ინფიცირებული ცხრა პაციენტიდან შედარებით მძიმეა მხოლოდ ერთი პაციენტის, 44 წლის მამაკაცის მდგომარეობა. ამ წუთებშიც აკვირდებიან იმ პირებს, რომლებსაც გუშინ გამოვლენილ ინფიცირებულებთან ბოლო დღეებში კონტაქტი ჰქონდათ. ახლა ყველაზე დიდი საფრთხე ინფექციის შიდა გავრცელებაა, თუმცა ასეთ შემთხვევებს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე არ ადასტურებს. დღეიდან წყდება პირდაპირი ფრენები იტალიასთან და ახალი შეზღუდვები წესდება საზღვრებზე. მაღალი რისკის ქვეყნებში ნამყოფი პირები საზღვრიდან პირდაპირ კარანტინში წავლენ. გამონაკლისი მხოლოდ ის პირები იქნებიან, რომლებსაც „კოვიდ-19“-ზე კვლევა ექნებათ ჩატარებული. დაავადების გავრცელების არეალი ჩინეთის გარეთ სულ უფრო მატულობს. საშიშ ვირუსს უკვე 88 ქვეყანა ებრძვის.