მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 2 976-ს შეადგენს, ინფიცირებულია 87 ათასამდე ადამიანი, ხოლო 42 ათასზე მეტი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, ჩინეთში გარდაიცვალა 35 ადამიანი და გამოვლინდა კორონავირუსის 573 ახალი შემთხვევა.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევები გამოვლინდა აშშ-ში, ავსტრალიასა და ტაილანდში. დაავადების გავრცელების მხრივ, ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილზე სამხრეთ კორეაა, სადაც კორონავრუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა სომხეთში, სადაც დაავადებული ირანიდან დაბრუნებული 29 წლის მამაკაცია. მასთან კონტაქტში მყოფი 32 ადამიანი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
იტალიის ჩრდილოეთ რეგიონებში სასწავლო პროცესი მომავალ კვირაშიც არ განახლდება. ქვეყანაში კორონავირუსს 29 ადამიანი ემსხვერპლა, დაავადებულთა რიცხვი კი 1100 აჭარბებს.
100 ადამიანია დაინფიცირებული საფრანგეთში, სადაც დახურულ დაწესებულებებში მასობრივი ღონისძიებების გამართვა აიკრძალა.