მსოფლიოში ახალი კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 160 ათასს გადააჭარბა.
პანდემიის ეპიცენტრად კვლავ რჩება ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპა. ახლო აღმოსავლეთში ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა კი თურქეთშია, სადაც „კოვიდ-19“ 82 ათასს ადამიანს დაუდასტურდა. ამ ფონზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ჯერ არ არსებობს მტკიცებულება, რომ „კოვიდ-19“-სგან განკურნებულ პაციენტებს ვირუსზე იმუნიტეტი გამოუმუშავდებათ.