კორონავირუსის გავრცელება მსოფლიოში

ევროპის კონტინენტზე „კოვიდ 19“-ის  შემთხვევების რაოდენობა მატულობს.

იტალიის შემდეგ გავრცელების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკვე ესპანეთშია. რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბოლო 24 საათში „კოვიდ 19“-ით  ინფიცირებულთა რაოდენობა ორი ათასით გაიზარდა. რთული მდგომარეობაა ირანშიც, სადაც გარდაცვლილთა რიცხვი 113-ს აღწევს. ევროპის ქვეყნების ნაწილი საგანგებო მდგომრეობას აცხადებს. ჩეხეთი მთელი ქვეყნის მასშტაბით კარანტინის გამოცხადებისთვის ემზადება.