მსოფლიო მასშტაბით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 145 369-მდე გაიზარდა. დაღუპულია 5 429 პირი, გამოჯანმრთელდა 71 694 ადამიანი. ყველაზე რთული მდგომარეობა ამ ეტაზპე იტალიაშია, სადაც 17 660 ადამიანია დაინფიცირებული, დაღუპულია 1266. მძიმეა სიტუაცია ირანშიც, სადაც დაინფიცირებულთა რაოდენობამ 11 ათასს მიაღწია, დაღუპულია 514 ადამიანი. ირანის ხელისუფლება მომდევნო 10 დღეში კორონავირუსზე ყველა მოქალაქის შემოწმებას აპირებს. საფრანგეთში კი ინფიცირებულთა რაოდენობა 800-ით გაიზარდა, რაც ერთ დღეში ყველზე დიდი მაჩვენებელია ამ ქვეყნისთვის. მდგომარეობა გაუმჯობესდა სამხრეთ კორეაში, სადაც დაავადებულთა რაოდენობამ საგრძნობლად იკლო, რაც შეეხება ჩინეთს, აქაც ბოლო 24 საათში ვირუსით მხოლოდ 11 ადამიანი დაინფიცირთა, 13 გარდაიცვალა.