კორონავირუსის ეკონომიკური შედეგები

ექსპერტები მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების გამო, მოსალოდნელ ეკონომიკურ შედეგებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, ეკონომიკური პრობლემა უკვე შეექმნა ჩინეთსა და რეგიონის ქვეყნებს. გამონაკლისი არც საქართველო იქნება.

ეკონომისტები შემოსავლების ვარდნას განსაკუთრებით ტურიზმის დარგში ვარაუდობენ. პრობლემები შეექმნება სასტუმროს, რესტორნებისა და საცალო ვაჭრობის სექტორს. ეს პროცესი კი მთლიანად ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.