კორონავირუსის ახალი შტამი

კორონავირუსის ახალი შტამი და მისი გავრცელების შესაძლებლობა საქართველოში. სპეციალისტების ინფორმაციით, არქტურუსი 29 ქვეყანაში უკვე დაფიქსირდა. ის ომიკრონის ქვეშტამია. ეპიდემიოლოგების თქმით, კორონავირუსის აღნიშნულ ვერსიას აქვს უნარი, გამოიწვიოს მძიმე დაავადებები და გავრცელდეს უფრო სწრაფად.