კორონავირუსის ხუთი ახალი, დადასტურებული ფაქტი.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით ვირუსით ინფიცირებული სულ 30 პაციენტია. რაც შეეხება ბოლოს გამოვლენილ დაინფიცირებულებს, ხუთივე იტალიას უკავშირდება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქვეყანაში უკვე გვაქვს შიდა გადაცემის შემთხვევები.
ცოტა ხნის წინ მთავრობის ადმინსიტრაციაში უწყებათაშორისი, საკოორდინაციო საბჭოს სხდომაც გაიმართა. გადაწყდა, რომ შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და დანიიდან შემოსული პირებისათვის დამატებითი შეზღუდვები ამოქმედდება.
რას გულისხმობს კონტროლის ახალი მექანიზი, თამარ ნადარეიშვილი გაგვაცნობს.