კორონავირუსის 538 ახალი შემთხვევა და 41 გარდაცვლილი. ლეტალობის კვლავ მაღალი მაჩვენებელი და ოქტომბრის შემდეგ გამოვლენილი ინფიცირებულთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა. შემცირებული მაჩვენებელი შეზღუდვების შედეგებთან ერთად, შაბათ-კვირასაც უკავშირდება, რადგან ამ დღეებში ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ნაკლები ტესტი ტარდება. გამოჯანმრთელდა 2 766 პაციენტი.