საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 პაციენტი გარდაიცვალა.
უკვე თვეზე მეტია, რაც ლეტალური შემთხვევების დღიური მაჩვენებელი ოთხი ათეულის ფარგლებშია. გამოჯანმრთელდა 3 988 ადამიანი. ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 9 442 ტესტი. ახალი შემთხვევებიდან 1 060 თბილისშია.