ქუთაისი და ცაგერი ცხელი წერტილები ხდება.
ცაგერის ორი თემის სოფლებში საგანგებო ზომები ტარდება. მოწყობილია საკონტროლო პუნქტები. „კოვიდ-19“-ის 12 დადასტურებული შემთხვევის ფონზე ორბელისა და კაილაშის თემებში შემავალ 12 სოფელში შესვლა და პირიქით გამოსვლა ნებადართულია მხოლოდ თერმოსკრინინგის და ტესტირების შემდეგ. ამ ეტაპზე ცაგერის მუნიციპალიტეტის ჩაკეტვა და სხვა საკარანტინო ღონისძიებების გატარება არ იგეგმება. ეპიდემიოლოგთა ჯგუფების მობილიზებაა ქუთაისშიც, სადაც ეპიდსურათი ასევე გართულებულია. სპეციალისტები 32-ე სკოლის ინფიცირებულ თანამშრომელთა კონტაქტების მოძიებას ცდილობენ. ქალაქში მასობრივი ტესტირება დაიწყო.
პირდაპირ ეთერში ვრთავთ ქუთაისს და ირმა ჭოლაძეს.