კორონავირუსის ახალი შემთხვევები

საქართველოში ახალი კორონავირუსი პანდემიის დაწყებიდან გავრცელების 24 საათიან რეკორდს ხსნის.

10 სექტემბრის დილის 9 საათის მონაცემით, ქვეყანაში ინფიცირების 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, უკვე გამოვლენილია მათი კონტაქტები, ტარდება კვლევები და არ არის გამორიცხული მონაცემი დღის ბოლომდე კიდევ გაიზარდოს. ვითარება დამძიმებულია ცაგერის მუნიციპალიტეტში, მიღებულია კონტროლის გამკაცრების გადაწყვეტილება მდინარე ლაჯანურის მარცხენა სანაპიროზე მდებარე სოფლებში. დროებით იკეტება ორბელის, ლაჯანას და ლაილაშის თემი. ადგილზე განთავსდება საველე ლაბორატორიები. ჩატარდება „პისიარ“-კვლევები და თერმოსკრინინგი. ცაგერის მუნიციპალიტეტში „კოვიდ-19“-ის 12 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული. ნაწილი თბილისში გამართულ ქორწილს უკავშირდება. ინფიცირების 21 შემთხვევა გამოვლინდა ქუთაისში. ყველა ინფიცირებული 32-ე საჯარო სკოლის თანამშრომელია. ადგილზე ექიმებს ელოდებიან.

რა ვითარებაა ქუთაისში და რა ხდება ლეჩხუმში, – ირმა ჭოლაძე დეტალებით.