კორონავირუსით ინფიცირებული 2927 და გარდაცვლილი 24 ადამიანი.
მზარდი სტატისტიკა და ყოველდღიურად გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება. ყველაზე რთული მდგომარეობა კვლავ დედაქალაქშია. 1033 შემთხვევა გამოვლინდა ერთ დღეში. ქვეყნის მასშტაბით 2470 გამოჯანმრთელდა. ვირუსის გავრცელების შესაკავებლად დღეიდან ახალი შეზღუდვები ამოქმედდება. 22 საათიდან დილის 5 საათამდე მოძრაობა იზღუდება როგორც მანქანით, ისე ქვეითად მოსიარულეებისთვის. შეზღუდვა შეეხება ქვეყნის დიდ ქალაქებს.
კიდევ რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე, – მარიამ სეთურიძე დეტალებით.