მესტიის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს, ასევე გრძელდება მოქალაქეთა თერმო-სკრინინგი. პარალელურად, ჩაკეტილ მუნიციპალიტეტში სადისტრიბუციო მანქანები შევიდა. პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები სოფლებში განაწილდება.
ლიკა ალელიშვილი მუშაობს ჩაკეტილ მესტიაში და ბოლო ინფორმაციას მოგვაწვდის.