სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში „კოვიდ-19“-ის 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ტესტირება ჩაუტარდა 178 ადამიანს. შვიდი ზუგდიდის მკვიდრია და ადრე გამოვლენილი შემთხვევების კონტაქტებია. სამი შემთხვევა ჩხოროწყუში გამოვლინდა. „კოვიდ-19“ დაუდასტურდა ზესტაფონი, ზუგდიდის სამარშრუტო მიკროავტობუსის მძღოლს. მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება. რეგიონში ოთხი სკოლაა დახურული, ერთ სკოლაში შეზღუდვები დაწესდა.