სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსზე ტესტირება 165 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან 25 ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოდან იყო. ხუთ მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ასევე, კოვიდინფიცირებული აღმოჩნდა ფოთის მკვიდრი, რომელსაც ბათუმში მოგზაურობის ისტორია აქვს. უკვე მოძიებულია მისი 32-ვე კონტაქტი, ყველა თვითიზოლაციაშია გადაყვანილი.