ე.წ. სვანეთის კლასტერს უკავშირდება ცოლ-ქმარი ლენტეხიდან. ისინი „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით ქუთაისის ინფექციურში შეიყვანეს. ცოლ-ქმარს მესტიაში მყოფ ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი.
ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურში 14 „კოვიდ“-ინფიცირებული პაციენტია. მათგან ხუთი ბავშვია.