გერმანიაში დღეიდან მკაცრი კარანტინი ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით დაიხურა სკოლები. დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა. გერმანიის ხელისუფლებამ კომპანიებს მოუწოდა, დასაქმებულები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადაიყვანონ. მთავრობის გადაწყვეტილებით, ზომები მცირედით შემსუბუქდება შობის დღესასწაულზე, ერთ ოჯახს ოთხი ახლო მეგობრის მიღება შეეძლება. შეზღუდვები 10 იანვრამდე იქნება ძალაში. შობის დღესასწაულისთვის ზომების გამკაცრებას გეგმავს ევროპის სხვა ქვეყნების მთავრობებიც. სადღესასწაულო პერიოდში ერთმანეთის მონახულებისგან თავის შეკავებას ურჩევს მოსახლეობას ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული მთავრობაც. ბოლო რამდენიმე კვირაა, ამერიკაში ყოველდღიურად კოვიდ-19-ის 200 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ვლინდება. ორი დღის წინ ქვეყანაში კოვიდ-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინით, ვირუსის პირველ ხაზზე მებრძოლი ექიმების ვაქცინაცია დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, კვირის ბოლომდე ვაქცინას ჩაიტარებს ვიცე პრეზიდეტ თან მაიკ პენსი და ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ცენტრის ხელმძღვანელი, ექიმი ენტონი ფაუჩიც.