ლაგოდეხში გაფართოებული ტესტირების პროცესი გადაიდო. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ეპიდვითარება არ გაუარესებულა. თუმცა, კონტაქტირებულ და თვითიზოლაციაში მყოფ პირებთან მიმართებაში ადგილობრივი ხელისუფლებისა და შს სამინისტროს ლაგოდეხის პოლიციის დახმარებით, გაძლიერდება ეპიდზედამხედველობა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილებაში აცხადებენ, რომ რეგიონში ეპიდემიური ვითარება სტაბილურია და წერტილოვან შეზღუდვებზე რეკომენდაციები არ განიხილება.