იმერეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა მონაცემები მზარდია – რეგიონში ერთ დღეში 537 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ხუთი ბავშვი დაიბადა.
ექიმის განცხადებით, აღნიშნული პაციენტების გარდა, ამ დროისთვის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 40 ორსული გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“.