კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა ბათუმში. ორივე შემთხვევა იმპორტირებულია. ინფიცირებულები საქართველოს მოქალაქეები არიან, რომლებიც კარანტინში იმყოფებოდნენ. ერთი მათგანი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, მეორე კი სამუშაოდ თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. ორივე ინფიცირებული გადაყვანილია ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. პარალელურად, კლინიკა დღეს ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. ახალი შემთხვევების ჩათვლით კოვიდ-ცენტრში სულ 18 ინფიცირებული რჩება.