კოვიდ-რეგულაციების აღსრულება მკაცრდება აჭარაში. განცხადება ამის შესახებ თორნიკე რიჟვაძემ გააკეთა.
ბათუმში ოპერატიული შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, რეგიონში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულებულია. მისივე თქმით, კლინიკებში ზღვარზეა საწოლ ფონდი.