კორონავირუსი - ვითარება აჭარაში

აჭარის რეგიონში კორონავირუსის 402 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 443 პაციენტი. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის რეგიონში რეგისტრირებულია ინფიცირების 6 047 აქტიური შემთხვევა. 932 პაციენტი მკურნალობს კლინიკებში. მათგან 48 კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, მართვით სუნთქვაზეა. 1 892 პირი იმყოფება კოვიდსასტუმროში, ბინაზე კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მკურნალობის კურსს გადის 3 217 ინფიცირებული.

მოამბე