კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 27 აჭარას უკავშირდება. ისინი ძირითადად უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები არიან. ამ დროისთვის, აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აჭარის რეგიონში არსებული ვითარება და რეგულაციების კონტროლი იყო განხილვის თემა შეხვედრაზე, რომელიც შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ ბათუმში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებთან გამართა.
ვაკო ორმოცაძე დეტალებით.