წყალტუბოს საკარანტინო სივრცეში დამატებით რვა მოქალაქე თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის შეიყვანეს. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს წარმომადგენლების ინფორმაციით, ისინი სხვადასხვა რეგიონის მცხოვრებლები არიან. გოჩა გიორგიძის თქმით, ამ დროისთვის წყალტუბოს კარანტინში 121 მოქალაქეა და მათ უტარდებათ შესაბამისი სამედიცინო შემოწმება.