57 ახალი შემთხვევიდან ხუთის წყარო არის „დონა“, 14 პაციენტის – ბათუმი, 18 პირის წყარო დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ოთხი პაციენტის წყარო აჭარაში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება, სამი პაციენტი შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ხუთი სამედიცინო პერსონალია, რვა პაციენტზე კი გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტებისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. რა უნდა ვიცოდეთ და როგორ უნდა მოვიქცეთ ქვეყანაში გართულებული ეპიდვითარების პირობებში.
რაზე საუბრობენ და რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს, თათია ტაბეშაძე ესაუბრა მათ და ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.