მთავარია დროული მონიტორინგი და მდგომარეობის სწორად შეფასება, – ამის შესახებ პედიატრმა, თემურ მიქელაძემ ბავშთა ასაკში კორონავირუსის მიმდინარეობაზე საუბრისას განაცხადა. სპეციალისტი ამბობს, რომ მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება სუნთქვის სიხშირეს უნდა მიაქციონ. ტემპერატურა და სისუსტე, – ეს არის ის კრიტიკული ნიშნები, რაც შესაძლოა ვირუსით იყოს გამოწვეული. ექიმი ამბობს, რომ სეზონური გრიპისა და „კოვიდ-19“-ის განსხვავება საკმაოდ რთულია, ამიტომაც მკურნალობის პროცესში, სპეციალისტის დროული ჩართვაა აუცილებელი. ამასთან მედიკოსი მშობლებს ურჩევს ხშირად გაანიაონ საცხოვრებელი სივრცე. რეკომენდებულია მცირეწლოვნების სუფთა ჰაერზე გასეირნებაც, თუმცა არა ხალხმრავალ ადგილებში.