კორონავირუსი - შეზღუდვები

მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები? მთავრობის გეგმის მიხედვით, 16 იანვრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა და სავაჭრო ობიექტების გახსნაა დაანონსებული.

თუმცა საბოლოოდ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკოორდინაციო საბჭო, ეს კორონავირუსის დღიურ მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული. ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ თუ მოსახლეობამ ახალი წლის პერიოდში ხალხმრავალ შეკრებებზე უარი თქვა, შემთხვევათა რაოდენობა სტაბილური იქნება და შეზღუდვები მოიხსნება. ინფიცირების მზარდი სტატისტიკის შემთხვევაში კი მთავრობა მათ გახანგრძლივებაზე იმსჯელებს.