პირველი თებერვლიდან ქვეყანაში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების ნაწილის შემსუბუქება დაიწყება. ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში შაბათ-კვირის გარდა, აღდგება მუნიციპალური ტრანსპორტის, სკოლებისა და სავაჭრო ობიექტების მუშაობა. რაც შეეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს, აქ სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან, მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები კი პირველი თებერვლიდან გაიხსნება. ამასთან პირველი თებერვლიდან რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.