მომავალი ორი კვირის განმავლობაში სიკვდილიანობის მაჩვენებლის ზრდას ელოდებიან სპეციალისტები.
საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ ინფიცირებულთა კლების ტენდენციის განსაზღვრა მომავალ კვირაზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, შეზღუდვების შედეგები უკვე იგრძნობა, თუმცა გასული დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი შედარებით დაბალი მაჩვენებელი რეგულაციებთან ერთად შედარებით ნაკლები რაოდენობის ტესტირებით არის გამოწვეული.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 1 337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 49 გარდაიცვალა.