3 216 ახალი შემთხვევა და 37 გარდაცვლილი. ეს გასული დღე-ღამის მონაცემია. ეპიდ-ვითარება რთული, თუმცა მართვადია, – აცხადებს ამირან გამყრელიძე. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე გაირკვა, რომ საქართველო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას მარტში ან აპრილში მიიღებს. გარდა ამისა, უახლოეს პერიოდში ბათუმისა და თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოებში ჟანგბადის წარმომქმნელი აპარატი დაიდგმება.
სალომე ქიქიაშვილი დეტალებით.