კორონავირუსი - საკოორდინაციო საბჭოს სხდომა

კორონავირუსის გავრცელების მეორე ტალღა დაწყებულია.

680 ახალი შემთხვევა ერთ დღეში – ესაა საქართვლოში გამოვლენილი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი. იზრდება ლეტალური შემთხვევების რაოდენობაც. ვირუსმა კიდევ 7 პაციენტი იმსხვერპლა. სტატისტიკა ყოველდღიურად რეკორდულად იზრდება. მკურნალობა საავადმყოფოების გარდა გრძელდება „კოვიდ“-სასტუმროებსა და სახლებში. ვირუსის შესაკავებლად ერთადერთი მექანიზმი პირბადის ტარება და სოციალური დისტანცირებაა. ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგი ვირუსის გავრცელების აქტიური ფაზის დაწყებაზე მიუთითებს და მოსახლეობას სიფრთხილისა და რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

მარიამ სეთურიძე დეტალებით.