კორონავირუსთან დაკავშირებით, საზღვარგარეთ სამუშაო მივლინებები და სასწავლო ვიზიტები დროებით იზღუდება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. მორიგი სხდომა დღეს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
დეტალებით მარიამ სეთურიძე.