კორონავირუსთან დაკავშირებით, მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო მეტი ეფექტიანობის მიზნით, თემატურ ჯგუფებად დაიყო. ჯანდაცვის, ეკონომიკური და სამართალდაცვითი ჯგუფების შეხვედრები პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ცალ-ცალკე რეგულარულად გაიმართება.
ამ წუთებში ეკონომიკური ჯგუფის შეხვედრა მიმდინარეობს, მანმადე კი ჯანდაცვის თემატური ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პრემიერმა ბოლო ინფორმაცია მოისმინა საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ მდგომარეობასა და ჯანდაცვის სისტემის მზაობაზე.
სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.